Saturday, April 22, 2017

"ღრუბლები ელისეს მინდვრებს მიღმა მიმალულ ყინულის გონებაში"

00.01

როდესაც პატარა ვიყავი,მახსოვს დედაჩემის კალთაში, მის კისერზე ხელმოხვეულს როგორ მელულებოდა თვალები,მაგრამ მას შემდეგ იმდენად დიდი დრო გავიდა.. ვერ მივხვდი როდის წამოვიდა ამდენი გრძნობა ჩემი გულიდან.
ქუჩაში,მანქანის გამონაბოლქვის და ნაგვის სუნი ერთად იგრძნობა როდესაც ჩემი სახლიდან სკოლისკენ მიმავალ გზას გავუყვები ხოლმე ფეხით,გარშემო სრული ქაოსია,ირევა სხვა და სხვა ეროვნების,რელიგიის,რასის ხალხი,ყველა რაღაცააზე ლაპარაკობს,სამსახურებსა და სკოლებში მიიჩქარიან.სკოლაში,ხშირად შევხვედრილვარ,გოგონებს რომლებიც კუთხეში მარტო დგანან და ტირიან,უფრო მათი ტანის ან ჩაცმუობის გამო, მინდა მივუახლოვდე და დავაწყნარო,მაგრამ ამის ძალა თავადაც არ შემწევს,ვფიქრობ, მათზე უმწეო მე ვარ.სკოლაში თითქმის შეუმჩნევლად დავაბიჯებ,ვცდილობ თვალში არავის გამოვეჩხირო ცუდად.
თამამად შემიძლია ვთქვა რომ ამ დაწესებულებას ვერ ვიტან,რეალურად,ისეთი დაწესებულება რაც მაბედნიერებს თითქმის არც არსებობს,თუ ბიბლიოთეკას არ ჩავთვლით,გაკვეთილების შემდეგ, ყოველთვის ბიბლიოთეკაში მივდივარ, მიყვარს წიგნების სუნით გაჟღენთილი დარბაზი, თითქოს აქ ყველა სითბოს ასხივებს, მაგრამ არსებობენ ადამიანები რომლებიც წარბშეკრულები ჩაჰკირკილებენ ლიტერატურის ან მათემატიკის წიგნს და დახმარებას ელიან,ერთხელ გულით ვინატრე, ნეტა მათემატიკა კარგად ვიცოდე მეთქი, მაგრამ მათემატიკა ჩემი ჰობი არასდროს ყოფილა.
როცა მეხუთე კლასში ვიყავი,საკლასო ოთახში შესულს,არც ისე უცნაური,მაგრამ საკმაოდ დამამცირებელი სიტუაცია დამხვდა,უფროს კლასელები ჩემს კლასელ ბიჭებს უყვიროდნენ და ისინიც თავებს უქნევდნენ,დამნაშავის სახით რამდენჯერმე თუ ამოიხედავდნენ ხოლმე და მერე ისევ ჩახრიდნენ თავს, გულში არც გამივლია გამოვესარჩლები მათ მეთქი, ვითომც არაფერი ისე დავიკავე ჩემი ადგილი და კვლავ დავიწყე მათი საქციელის გაანალიზება.ფილმის კადრებივით გადაირბენს ხოლმე ჩემს გონებაში მათი დაღონებული და დაქანცული სახეები,როდესაც ვხედავ როგორ უყვირიან მათზე პატარებს.
ძმაბიჭები არასდროს მყოლია,ალბათ იმიტომ რომ ვერასდროს გავუგებ ადამიანებს, რომლებიც გოგონებს შეურაცყოფას აყენებენ. არ მიყვარს თინეიჯერი „კაცების“ ლაპარაკის მოსმენა სპორტზე და იმაზე თუ რამდენ გოგოსთან ჰქონდათ ურთიერთობა გართობის მიზნით. სამწუხაროდ არა ერთხელ გამიგონია მსგავსი შემთხვევების შემდეგ, დამწუხრებული გოგონების ტირილი. ზოგჯერ ვფიქრობ, ყველა ადამიანის ტირილის ხმა მარტო მე მესმის და ეს უფრო მიმძიმებს სულს მეთქი,კვირაობით ეკლესიაში სიარულიც ამ მიზნით დავიწყე,ალბათ ჩემთვის ამ ყველაფრის ერთად შეგრძნება მარტოობაა.რამდენიმე თვის წინ, როდესაც ტელეფონი ავიღე რათა სამი საყვარელი ნომერი მომენიშნა და მათთან ოცდაოთხი საათი მელაპარაკა,გაწბილებულმა კვლავ მაგიდაზე დავაბრუნე და ხელზე ჩამოვეყრდენი, მივხვდი რომ არავინ მყავდა მსგავსი,ადამიანი ვისაც ჩემს ნამდვილ ფიქრებს და აზრებს გავუზიარებდი, ისეთს მიმიღებდა,როგორი ნაგიჟარი და შეშლილიც არ უნდა ვყოფილიყავი,ყოველგვარი დაცინვის და სარკასტული კომენტარების გარეშე.
ჩემს ცხოვრებაში,რამდენჯერმე იყო გადამწყვეტი და გარდამტეხი პერიოდი. პირველად როდეაც ისტორიის მასწავლებელმა ჩემი არსებობა შენიშნა და გაკვეთილის მოყოლა მთხოვა,თუმცა,ჩემი რატომღაც(როგორც ყველა ჩემი კასელი თვლიდა იმ წამს.) უცნაური გარეგნობის გამო სიცილი დამაყარეს,მაშინ მივხვდი რომ შავი მაისური,და დახეული კედები უნდა გამეხადა და თმა მოკლედ შემეჭრა,მაგრამ არასდროს მდომებია ასე მოვქცეულიყავი, სურვილის საწინააღმდეგოდ წასვლას,ჩუმად გაჩერება,და საჭირო შემთხვევაში სარკაზმით გაჟღენთილი კომენტარების გაკეთება ვარჩიე,მაგრამ არც ამან გაჭრა და სწორად ჩავთვალე საერთოდ გავჩერებულიყავი.მეორედ როდესაც ბიბლიოთეკაში შესულს, ე.წ ჩემს ადგილას სათვალიანი და ლოყებჩაპუტკუნებული გოგო დამხვდა, მივხვდი რომ არ შეიძლებოდა, რაც მომინდებოდა ყველაფერი „ჩემი“ გამხდარიყო. ამ ორმა ეპიზოდმა საკმაოდ ბევრი რამ შეცვალა ჩემში. ერთხელ,ჩვეულებრივი კვირა დღე იყო როდესაც ეკლესიაში ვიყავი და მღვდელის ქადაგებას ვუსმენდი,რომელიც წირვის შემდეგაა.მამა ენდრიუმ თქვა: „რა არის ცხოვრება,თუ მხოლოდ იმისთვის აკეთებ ყველაფერს რომ წუთისოფელში უზრუნველი იყო, ყოველთვის,როდესაც ამჟამინდელ მდგომარეობაზე ამახვილებს ადამიანი ყურადღებას,ავიწყდება რომ ოდესღაც აუცილებლად დატოვებს ამქვეყნიერ ცხოვრებას, არასდროს ზრუნავენ იმისთვის რომ ისეთი საქმეები აკეთონ რაც მათ სულს სამუდამოდ აცხონებს, თუნდაც, არ სწამთ ღმერთი,არასდროს მინახავს ჩვენი ეკლესია ხალხით გადაჭედილი თუ ჯვრისწერა ან გამოტირება არ გვაქვს, ილოცეთ შვილებო.“ ხშირად ამომიტივტივდება ხოლმე მისი სიტყვები, ბევრს გვასწავლის მისი ქადაგებებით, „ყოველთვის გახსოვდეთ, ღმერთი არს ჩვენთან“ უკიდურეს შემთხვევებში,გონებაში ვიმეორებ,ვცდიობ კარგად ვირწმუნო ღმერთის არსებობა.
ბლოგის შექმნის იდეა ჩემმა მეგობარმა მომაწოდა,როდესაც "წიგნები ბათუმშის" კონკურსისგან გაწბილებული დავრჩი და არ ვიცოდი სევდა რით გადამეფარა.
მოთხრობა,რომელმაც ზედმეტად ბევრ საკითხში უფრო კარგად ჩამახედა როცა მისი წერა დავიწყე,შემიძლია ვთქვა რომ მძულს.მძულს არა იმიტომ რომ "მარცხი" განმაცდევინა,არამედ იმიტომ რომ სხვა მხრიდან უფრო ზუსტად დამანახა ჩემი თავი.ვთვლი რომ საკმაოდ ბევრი თინეიჯერს შეუძლია ამოიცნოს საკუთარი მეორე "მე" "ღრუბების"მთავარი პერსონაჟის გაცობის შემდეგ.

"ღრუბლები ელისეს მინდვრებს მიღმა მიმალულ ყინულის გონებაში" 00.01 როდესაც პატარა ვიყავი,მახსოვს დედაჩემის კალთაში, მის კის...